Page 1: გვერდი 1: კავკასიაში, ყაზახეთსა და თურქეთში აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკა (PAICKT)

წინამდებარე კვლევის მიზანია სტუდენტთა პლაგიატისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის შესწავლა სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და თურქეთის უმაღლესი განათლების სისტემებში.

კითხვარი ქართულ ენაზეა და ის შემუშავებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის. აკადემიური პერსონალისა და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის მომზადებულია ცალკე კითხვარი.

 

წინამდებარე კითხვარის მიზანია, გამოიკვლიოს, როგორ გესმით თქვენსავე დაწესებულებაში მოქმედი პოლიტიკა და პროცედურები სტუდენტების პლაგიატისა და აკადემიური არაკეთილსინდისიერების  თავიდან აცილებასთან დაკავშირებით.  ამ კვლევაში მონაწილეობით თვენ წვლილს შეიტანთ ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. თქვენი მოსაზრება მნიშვნელოვანია ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებისთვის.

კითხვები და პასუხები

რატომ მთხოვეს კითხვარის შევსება? ჩვენ ვიკვლევთ ამ რეგიონის უმაღლესი განათლების სისტემაში მომუშავე სხვადასხვა როლისა და პოზიციის მქონე ადამიანებს მათი მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცნობის მიზნით.  

უნდა მივიღო თუ არა მონაწილეობა კვლევაში? ამ კვლევაში მონაწილეობა სრულიად ნებაყოფლობითია. მონაწილეობის სურვილს ადასტურებთ შეკითხვებზე პასუხის გაცემითა და თქვენი პასუხების გაგზავნით. თუ თქვენ გაგზავნის შემდეგ გადაწყვეტთ, რომ არ გსურთ, თქვენი პასუხები გათვალისწინებული იყოს კვლევაში, შესაბამისი შეტყობინება უნდა გაუგზავნოთ ქოვენთრის უნივერსიტეტის კვლევის ხელმძღვანელს (Coventry University Principal Investigator) კითხვარის გაგზავნიდან 7 დღის განმავლობაში.

რამდენ დროს მოითხოვს კითხვარის შევსება? კითხვარის შევსებას სჭირდება 10-დან 15 წუთამდე.

იქნება თუ არა ჩემი პასუხები ანონიმურიდიახ. პასუხებიდან ამოღებული იქნება ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია. კითხვარის ანალიზი უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს არც ერთი დაწესებულების ან მისი თანამშრომლის იდენტიფიცირება. ყველა პასუხი ისე გაანალიზდება, რომ არ დასახელდნენ კონკრეტული ინდივიდები და ინსტიტუციები.

რისთვის გამოიყენებენ კვლევის შედეგებს? შედეგები გაანალიზდება და წარმოდგენილი იქნება ევროპის საბჭოს პროექტის ანგარიშში. შესაძლებელია  შედეგების წარდგენა აკადემიურ კონფერენციებზე და მათი გამოქვეყნება აკადემიურ ჟურნალებში. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები შეიძლება გამოყენებული იყოს ამ თემასთან დაკავშირებული შემდგომი კვლევებისთვისაც, ანონიმურობის სრული დაცვით. 

ვინ ახორციელებს და აფინანსებს ამ კვლევას? ამ კვლევის კოორდინატორები არიან დოქტ. ტომაშ ფოლტინეკი (მენდელის სახელობის უნივერსიტეტი, ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) და ირენე გლენდინინგი (ქოვენთრის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი). პროექტს აფინანსებს  ევროპის საბჭო.

ვინ არის პასუხისმგებელი კვლევის შემოწმებაზე? კვლევის დიზაინი შემოწმებული და დამტკიცებულია ქოვენთრის უნივერსიტეტის კვლევის ეთიკის პროცედურების თანახმად.  

ქოვენთრის უნივერსიტეტის მთავარი მკვლევარის საკონტაქტო ინფორმაცია:  ireneg@coventry.ac.uk